რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას, ნათელაშვილის თქმით, ამის გარანტია არ არსებობს, რადგან მისი თქმით, ეს არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს.
,,ეროსი მიადგა ბოლო პერიოდში იმ სქემის გაშიფვრას, რითაც დაკავებული იყო ივანიშვილი. ის ავრცელებდა ინფორმაციას, რაც იცოდა - როგორ აფინანსებდა ივანიშვილი შევარდნაძეს, ვარდების რევოლუციას, სააკაშილის გამარჯვებულ რეჟიმს, ეს სერიოზული ბომბია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.
მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მოკლეს, თვითმკვლელობამდე მიყვანა არ არის მკვლელობა? და არ არის დასჯადი? მას შეუქმნეს პრბები. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ დიაგნოზზე და ეს დიაგნოზი არის მილიონერთა კლუბი საქართველოში. საქართველოს სჭირს ავთვისებიანი სიმსივნე - მილიონერთა კლუბი, რომელიც აზის ბაღლინჯოსავით, აყალიბებს არჩევნებს, აწყობს ძალადობას, აწყობენ გადატრიალებას, შლიან ქვეყანას, ამრუდებენ საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ბატონ ეროსის სიკვდილიც ამ მილიონერების დამსახურებაა, ეს მილიონრები არიან პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც. არ არიან ასეთები ნინო ბუჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გადაცემაში გყავდათ?“, - მიმართა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას.
შალვა ნათელშვილმა ივანიშვილს კრიმინალი უწოდა და ის ტაილანდის პრემიერ-მინისტრს შეადარა.
,,ივანიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, მკვლელი, რომელმაც ქვეყანა მოატყუა, პოსტი მიატოვა რომელიც ხალხმა ანდო და მიატოვა კარისკაცი ბიჭების იმედზე, თვითონ წამოკოტრიალდა და სექტემბრივად აპირებს ტელეშოუმენობა და თქვენი კოელგა ხდება. ტაილანდის პრემიერ მინისტრი ვიცი ასთი ტელეშოუმენი იყო, მერე გახდა პოლიტიკოსი და მერე დაამხესს, ერთ-ერთი გადაცემის დროს მას შეიძლება მიუვარდეს ხალხი და დაამხოს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






