,,ეს არის მძიმე დღე და მედია სავსეა ამ ტრაგიკული სურათებით. რუსეთთან ურთიერთობას ჰქონდა ბევრად პოზიტიური დიმანიკა უკრაინამდე, ჩვენ გადავდგით სწორი ნაბიჯები როცა ჟენევის პარალელურად შევქმენით პრაღის ფორმატი, დაიწყო მეტი კონტაქტები, მოხდა დაძაბულობის ესკალაცია, რა თქმა უნდა პარალელურად ხდებოდა ჩვენთვის მიუღებელი მავთულხლართების გავლება, თუმცა დაძაბული რიტორიკული ფონი აღარ იყო. რაც მოხდა ურაინაში, ამან მძიმე ფონი შექმნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოზე რუსეთის საკითხის დაყენებას და საბჭოს სხდომაში ძალოვანი უწყებების ჩართვას, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო მუშაობს როგორც რუსეთთან ჩრდილოეთით, ასევე ყველა მიმართულებით.
,,უშიშროების საბჭო ამზადებს ანალიტიკას, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას. უშიშროების საბჭო სპეციალურად მიეძღვნება უელისის სამიტს, ბუნებრივია რუსეთი შემადგენელია ამ თემების, მაგრამ კონკრეტულად ეს ეხება სამიტს. რუსეთთან მიმართბაში მე დაიმედებულ ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე როგორც თქვეს, ასევე არ შექმნეს სირთულე და რაც თქვეს შემდეგ, რომ ისინი დაიცავენ თავიანთ ბაზარს, ამ დონეზე განხორციელდება მოლაპარაკებები და სირთულეებიც ამ ჭრილში იქნება თავმოყრილი“, -განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






