სავარაუდოდ, აქ შესაძალოა ყოფილიყო სიცოცხლის მოსწრაფება - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 22:48, 18 Jul, 2014     1806
საქართველოს პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ,,რუსთავი 2“-ის ეთერში. მარგველაშვილის თქმით, მას არ მიუცია იურიდიული კვალიფიკაცია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა მკვლელობა იყოს.

,,ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სოცოცხლის მოსწრაფებას, სხვაზე ახორციელებს ამას ადამიანი თუ საკუთარი თავის მიმართ სჩადის - ეს მკველელბაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მე იმ მომენტში იურიდიული კვალიფიკაცია არ მიმინიჭებია, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რა განცდა მქონდა მაშინაც და მაქვს ეხლაც, გამომდინარე იქიდან, რომ ეროსისთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებდა. ეს განცდა არის, რომ სავარაუდოდ აქ შესაძალოა ყოფილიყო სიცოცხლის მოსწრაფება, თუმცა მე არ მქონია რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რაც თქვნ გაქვთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ საქმის დროული გამოძიება, რათა საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი გაეცეს. პრეზიდენტმა წლების წინ გახმაურებული მკვლელობები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველა ის საქმე გამოუძიებელი დარჩა, რაც ქვეყნის სამარცხვინო წარსულად ითვლება.

,,მთავარი აქცენტი ჩემს განცხადებაში იყო ის, რომ უსწრაფესად უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომელიც საზოგადოებას გასცემს პასუხს, ქართული პოლიტიკა სავსეა პოლიტიკოსებისთვის სიცოცხლის მოსწრაფების ძალიან მძიმე წარსულით და მერე პასუხგაუცემელი კითხვებით, ეს ხდის დაძაბულ პოლიტიკურ ფონს, ეს არის ჩვენი სამარცხვინო წარსული ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა და პოლიტიკოსებისთვის სიცოცხლის მოსწრაფების მაგალითებად მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის, გია ჭანტურიას, ზვიად გამსახურდიას, ნუგზარ საჯაიას, სულიკო ხაბეიშვილის და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება მოიყვანა.

,,ამ ფაქტს უნდა გაეცეს პასუხი, ბუნებრივია მე დავინახე რომ ამ ორ სიტყვას შორის მოხდა ინტერპრეტაცია, თუმცა მე არ მიმინიჭებია იურიდიული კვალიფიკაცია“, - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42