„ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ეროსი კიწმარიშვილი და მასთან მრავალწლიანი ურთიერთობა გაიხსენა.
ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ კიწმარიშვილი არ იყო ის პიროვნება, რომელიც თავს მოიკლავდა.
ჟურნალისტის კითხვაზე რა კითხვები გაუჩნდა იარკლი ოქრუაშვილს, როგორც იურისტს, როდესაც კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსია მოისმინა, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვა უნდა ითქვას სამართალდამცველების მხრიდან, ამიტომ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან და კითხვებისგან მაინც თავს შეიკავებს.
„იმ შენობასთან დაკავშირებით, სადაც ეროსი ცხოვრობდა მუდამ რაღაც პერიპეტიები ხდებოდა, 2011 წელს იყო რაღაც ამდაგავარი შემთხვევა, როდესაც მას ჩემგან გაგზავნილი გარკვეული თანხა მიუტანეს და მერე იქ შემთხვევით რაღაც მოხდა, ყაჩაღობის მაგვარი და არც კამერის ჩანაწერი აღმოჩნდა და შეტრიალებულიც იყო. ის დააყაჩაღეს, ეს ცნობილი შემთხვევაა“,- განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოება მოითხოვს, რომ ამ ყველაფერს პასუხები გაეცეს.
ოქრუაშვილმა ეროსი კიწმარიშვილი არაორდინალურ პიროვნებად შეაფასა და აღნიშნა: „მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საკმაოდ ბევრი ადამიანთან, მაგრამ ეს არანაირი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩნდება მოსაზრება „რუსთავი 2“-ის ისტორისთან დაკავშირებით, როდესაც ტენდენცია მიდის, რომ დაუბრუნდეს „რუსთავი 2“ პირველად მფლობელებს. თუ ის ადამიანები სხვა მეწილეები, რაღაც დროის შემდეგ თავის წილებს მიიღებენ და ეროსის ოჯახი არაფერს, ჩემთვის ამის შემდეგ უკვე გარკვეული მინიშნებები გაკეთებული იქნება“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






