„რა თქმა უნდა პრეზიდენტი არის ჩვენი გუნდის წევრი და ის შემოგვიერთდა ამ მნიშვნელოვან დღეს“,- ასე უპასუხა საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ელოდებოდა თუ არა იგი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოჩენას.
„რა თქმა უნდა აქ არავითარი სიურპრიზი არ ყოფილა პრეიზიდენტი შემოგვიერთდა ჩვენ და საერთოდ მე მიკვირს რატომ ატეხეთ ამხელა ჟიოტაჟი მოსვლა-არ მოსვლაზე“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა რატიფიცირების შემდეგ კიდევ ერთხელ მიულოცა დღევანდელი დღეს სრულიად საქართველოს და აღნიშნა, რომ დღეიდან ქვეყანას 24 საათაინ რეჟიმში მოუწევს მუშაობა.
„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ დღეს არის ისტორიული დღე, დღეს მოხდა ისტორიული დოკუმენტის რატიფიცირება და ამ დღის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა.
მთავარი არის ის რომ ყველა, პარლამენტი, მთავრობა, მთლიანად საზოგადოება იყოს ერთიანი, კონსოლიდირებული იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზან, რაც არის ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებდა-განვითარება. ეს არის ჩვენი ჩვენი წინაპრების მთავარი ოცნება, ჩვენი თანამედროვე ოცნება და მთავარი მისწრაფება.კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






