როგორც ჩანს პრეზიდენტის სტუმრობა მოულოდნელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვისაც, რომელთა ნაწილი დღის პირველ ნახევარში ერთმანეთისგან განსხვავებულ კომენტარებს აკეთებდა. ამ მხრივ კი განსაკუთრებით საინტერესო ეკა ბესელიას განცხადება იყო, რომელიც ყურადღების მიღმა არც გიორგი მარგველაშვილს დარჩენია.
„ხომ ყველა დავეტიეთ“- ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პრეოზდენტი ეკა ბესელიას მაშინ როდესაც მარგველაშვილი დარბაზში შევიდა.
დეპუტატები აცხადებდნენ, რომ იურიდიულად სამუშაო შეხვედრაზე არ შეიქმნებოდა პრეზიდენტის არჩასვლით პრობლემა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ეს იყო დამოკიდებიული თავად პრეზიდენტის სურვილზე.
სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი პირველი იყო, რომელმაც დარბაზი დატოვა,
სწორედ ამის შემდეგ ეკა ბესელიამ და გიორგი მარგველაშვილმა ერთად გაიარეს გზა პარლამენტის პირველი სართულის იმ ნაწილამდე სადაც საზეიმო მიღება იყო.
როგორც „პირველი არხის“ ჟურნალისიტი ადგილიდან იუწყება მათ რატიფიცირება ხელიხელგადახვეულებმა ჩიქა შამპანურით აღნიშნეს.
„ძალიან კარგი კომენტარი იყო ჩემი, ამ შენობაში ყველა ვერ დაეტია, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს რატიფიცირებას, მაგრამ ყველა ვერ დაეტია“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ
პრეზიდენტმა კი რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ ახლა „ვმოძრაობთ ევროპის ტერიტორიაზე“.
„პრეზიდენტთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ დღეს, როგორც ჩანს ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, რაღაც ფრაზა... მე არ ვგულისხმობდი საქართველოს პრეზიდენტს, მე ვთქვი, რომ დღეს შესაძლოა ყველა არ იყოს ამ შენობაში, ვინც მხარდამჭერია ამ პროცესის და ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს, გიორგი მარგველაშვილზე ვთქვი, რომ ის იქნება თუ არა დღევანდელ დღეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩვენთან არ არის და ის არის თანაზიარი ამ ყველაფრის“,-აღნიშნა ბესელიამ.
დეპუტატმა პრეზიდენტის დარბაზში შესვლის და მისალმების მომენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო ფანტასტიური იუმორი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






