სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იგორ და ბათირ ფუხაევების გათავისუფლებას ითხოვს
პოლიტიკა - 20:24, 18 Jul, 2014     1354
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ცხინვალის თვითაღიარებული ხელსუფლების მიერ სამრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ,,ნიუპოსტს“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქ. ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელი იგორ ფუხაევი და მისი ძმა, ცხინვალის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბათირ ფუხაევი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მათ ბრალს სდებენ სამშობლოს ღალატსა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. ორივე ძმა საკუთარი დედის დაკრძალვაზე იქნა დაკავებული.

როგორც «Эхо Кавказа» იუწყება (სტატიის ორიგინალი – http://www.ekhokavkaza.ru/content/article/25456881.html), ძმებმა ფუხაევებმა ცხინვალში ჩასვლამდე ადგილობრივი ,,ხელისუფლებისგან“ უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს.

ადმინისტრაციაი განმარტავენ, რომ ფუხაევების მშობლები ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. მათი დედა თბილისში მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩნა ვერ მოხერხდა. „წითელი ჯვრის“ მისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მისი ცხინვალში გადასვენება. ხოლო იგორ და ბათირ ფუხაევები სამხრეთ ოსეთში ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით მოხვდნენ. ცხინვალში შესვლიდან 6 საათის შემდეგ მოხდა მათი დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ იგორ ფუხაევი არის აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მრჩეველი სპორტის საკითხებში და საფეხბურთო გუნდ „სპარტაკ – ცხინვალის“ მენეჯერი (ადმინისტრაციასთან არსებული საფეხბურთო კლუბი). მას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალის რეგიონში „გადატრიალებასთან“, ხოლო სამშობლოს ღალატში მისი დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია.

ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ადმინისტაციაში მიაჩნიათ არაკანონიერად, ხოლო დაკავებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებენ.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს რათა მათ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ და ხელი შეუწყონ იგორ და ბათირ ფუხაევების გათავისუფლებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42