საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობა, ვისაც ქვეყნის ევროპულ მომავალში ღვაწლი მიუძღვის.
„მაგრამ დღევანდელი გამოსვლა მინდა იმით დავიწყო რომ მადლობა ვუთხრათ, გავიხსენოთ და ღვაწლი დავუფასოთ. ქართველ დისიდენტებს, ვინც დღეს ამ დარბაზშიც არიან, ვინც საქართველოს თავისუფლებისათვის და ევროპული საქართველოსთვის იბრძოდნენ, თუმცა შემდეგ ევროპიდან ძალიან შორს გულაგში აგზავნიდნენ. დავით ბერძენიშვილი და ლევან ბერძენიშვილი არიან დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ხელისუფლებას,საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, ეროვნული მოძრაობის გმირებს და დისიდენტებს დამოუკიდებლობის გამოცხადების და საქართველოსთვის თავისუფალი ქვეყნების გვერდით ადგილის დამკვიდრებისათვის
იმ ადამიანებს ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის 90-იან წლებში ბოლშევიკურ-კომუნისტყურ რევანშს დაუპირისპირდნენ და მრავალი წელი ციხეში გაატარეს თავიუსფლებისთვის. ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე არიან დღეს პარლამენტის წევრები;
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული არჩევანის ოფიციალურად განცხადებისთვის, ღია და ცალსახა საგარეო პოლიტიკისთვის რომელმაც დღევანდელ დღეს ჩაუყარა საფუძველი
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანის კიდევ უფრო გამტკიცების, თვისობრივად უფრო მაღარ ხარისხში აყვანის და დღევანდელი დღის მომზადებისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დეპუტატმა ასევე მადლობა გადაუხადა დღევანდელ ხელისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ მალე ვილნიუსის სამიტის და ბრუსელის 27 ივნისის სამიტის მონაპოვარი საქართველოს ყოველდღიურობად იქცევა.
„მადლობა მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დღევანდელი დღისთვის, თუმცა მთავარი მადლობა ჩვენ შემდეგმა თაობებმა უნდა გვითხრან, იმის მიხედვით რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოვახერხებთ ვილნიუსის სამიტის და ბრუსელის 27 ივნისის სამიტის მონაპოვარის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოველდღიურობად ქცევას.
წინ რთული გზა გვაქვს. ძალიან რთული, წინააღმდეგობებით და სირთულეებით აღსავსე. თუმცა როგორც ჩერჩილი ამბობდა “გამბედაობა არის ადამიანის თვესაბათაგან უპირველესი, ვინაიდან ის განაპირობებს ყველა სხვა თვისებას”, - განაცხადა ხიდაშელმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






