პარლამენტის თავმდჯომარე მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი უერთდება სხვადასხვა ქვეყნების განწყობას იმის თაობაზე, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისაჯონ.
“გუშინ მომხდარი კატასტროფის შედეგად სამასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაფერი მოხდა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც დიდი ხანია, ტერორისტების და სეპარატისტების მიერ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გარეძალების მხარდაჭერა ამ საკითხში სრულიად აშკარაა. პარლამენტი უერთდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის განწყობას იმის თაობაზე, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავე პირები, პოლიტიკური ძალები თუ სახელმწიფოები, სათანადოდ დაისაჯონ. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გუშინ, მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად შედეგად ბორტზე მყოფი 285 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






