საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ მომხდარ კატასტროფაზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილის განცხადებით, მომხდარი კატასტროფა რუსეთის ფედერაციის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ იყოს მომზადებული:
„გუშინ ევროსაბჭომ კიდევ ვერ შეძლო მოლაპარაკება სერიოზულ, უფრო სწორად - სექტორულ სანქციებზე. გუშინ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა. თუმცა ეს ტრაგედია სულაც არ ჩამოვარდნილა ციდან, იგი დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა.
ევროპის თავლწინ რუსულმა ჯავშანტექნიკამ და ანტისაჰაერო აღჭურვილობამ გადაკვეთეს სუვერენული უკრაინის საზღვარი. ევროპას კი ურჩევნია უსირცხვილოდ სხვა მიმართულებით იყუროს. რამდენიმე თვის წინ, ბრიუსელის ფორუმზე ჩემი კრიტიკული გამოსვლის დროს, ევროპის ერთერთი უდიდესი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრესიულად მომმართა: „თვქნე გვთავაზობთ დავბომბოთ რუსეთი?“ რაზეც მე ვუპასუხე - „არა, დაელოდეთ სანამ ისინი დაგბომბავენ თქვენ“. რა თქმა უნდა დარბაზში დამსწრეთაგან გარკვეულმა ნაწილმა ჩემი რეპლიკა არადიპლომატიურად ჩათვალეს.
და ასე ანტისაჰაერო სისტემის რუსულმა რაკეტამ, რომელიც ეჭვგარეშეა ტერორისტებს პუტინის უშუალო მითითებით გადაეცათ, ნამდვილად ჩამოაგდო ევროპის მოქალაქეებით სავსე სამგზავრო თვითმფრინავი.
პუტინმა მაშინვე დასდო ბრალი მომხდარში უკრაინას, უკრაინას წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია და არ იქნებოდა საჭირო სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, ეს ცინიზმია. მაგრამ პუტინმა იცის, ვისთვისაც საუბრობს.
როცა ჩვენს ქალაქში, გორში, რომელსაც რუსეთი ინტენსიურად ბომბავდა , დაიღუპა ჰოლანდიელი ჟურნალისტი, ევროპელმა კოლეგამ, რომელმაც რუსეთი განსაჯა, ასევე თქვა, რომ ჟურნალისტის გარდაცვალებაში ქართული მხარეც დამნაშავეა, რომელმაც საკუთარი წინააღმდეგობით ქალაქზე იერიშის მიტანა გამოიწვია რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა ამ ყოველივეში მთავარი დამნაშავე კრემლში ზის, მაგრამ თანამზრახველების გარეშე ბერლინში, ბრუსელში, რომში და ა.შ ეს სისხლის მსმელი კრემლიდან ვერ გაბედავდა ყოველდღიურ სისხლიან ნადირობაზე გამოსვლას“, - წერს სააკაშვილი.
ანანო კვაჭანტირაძემასალის გამოყენების პირობები






