„ვიზუალურად, ლუპით და ულტრაიისფერ სხივებში იარაღზე სისხლის კვალი არ ჩანს, თუმცა აღებულია დნმ-ზე ანაწმენდები და უნდა დაველოდოთ გამოკვლევას. რაც შეეხება დენთის კვალს, ტანსაცმელზე დენთის კვალი არ არის, მაგრამ ხელის გულიდან აღებულია ანაწმენდები და ამაზეც გაკეთდება ლაბორატორიული გამოკვლევა. ყოველი კვლევა ახალ ინფორმაციას დაამატებს. დღეს დაემატა ის, რომ მარჯვენა სავარძელზე არავინ იჯდა, რადგან სავარძელი სისხლის შხეფებით არის გავსებული. თითის ანაბეჭდი იარაღზე ასევე ძალიან საინტერესოა. ყველაფერი დატოვებულია გამოკვლევაზე“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისივე განმარტებით, ხშირ შემთხვევაში როდესაც პიროვნება თვითმკვლელობას სჩადის, იარაღზე სისხლის კვალი აღინიშნება.
„როდესაც არის თვითმკვლელობა, ხშირ შემთვევაში სისხლის კვალი აღინიშნება. თუმცა კატეგორიულად ვერაფერს ვამბობთ. დაველოდოთ გამოკვლევის პასუხს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






