საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ხიდაშელის თქმით, სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ, კითხვების დიდი ნაწილი პროკურატურის მიმართ ჰქონდა.
"ადამიანის უფლებების დარღვევის ისეთი ტალღიდან მოვდივართ, რომ დღეს მადლობელი უნდა ვიყოთ ვითარების საკმაოდ გაუმჯობესების გამო. თუმცა დარღვევები ისევ ხდება. ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი პასუხები, რომლებიც შს სამინისტროსგან მივიღეთ, ამიტომ კითხვების დიდი ნაწილი მათ მიმართ მქონდა. პარლამენტში ასეთი დღე წელიწადში ერთხელ არის. სამწუხაროა, რომ მთავარი პროკურატურიდან არავინ იყო წარმოდგენილი. მთელი დღის განამვლობაში მინისტრები ისხდნენ ამ სიცხეში და უბედურებაში, ასევე მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, კეთილი უნდა ენებათ და მოსულიყო“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველი ანგარიშს ისმენდნენ. სხდომას, სადაც უჩა ნანუაშვილმა 2013 წლის ანგარიშს წარადგინა,მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროების დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ხოლო მთავარი პროკურატურიდან არავინ იმყოფებოდა, რამაც ხიდაშელი კრიტიკა გამოიწვია.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






