,,მოსკოვური იდეების მქადაგებლები“ - ასლან აბაშიძე ახალ პარტიას ქმნის?!
პოლიტიკა - 20:31, 17 Jul, 2014     2377
„ასლან აბაშიძე საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის?!“- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრემიერი“ აქვეყნებს. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ ვინ იქნებიან ახალი პარტიის სახეები და რა კონფლიქტი მოუვიდა „ბაბუს“ ლევან ვასაძესთან.

„ერთერთ ბოლო ინტერვიუში, რომელც გარდაცვალების წინა დღეს გამოქვეყნდა და რომელშიც ქართული ტელეინდუსტრიის „ოცნებურ“ გადანაწილებაზე საუბრობდა, კიწმარიშვილმა ღიად განაცხადა, რომ არჩილ გოგელია (საუბარია მაკა ასათიანის ქმარზე) ყოველთვის რუსულ ინტერესებს ატარებდა. ამავე ინტერვიუში კიწმარიშვილი ამბობდა, რომ „იმედზე“ მთავარ პროდუსერად მალე მოსკოვში მოღვაწე ქართველს, ვინმე კარტოზიას ჩამოიყვანენ. გამოიკვეთება თუ არა კიწმარიშვილის გარდაცვალებაში რუსული კვალი, ამას დრო აჩვენებს, საუბარია რუსეთში მოღვაწე ასლან აბაშიძესა და მის ქართველ თანამზრახველებზე. ამავე ინფორმაციის მიხედვით, არცთუ დიდი ხნის წინ, აბაშიძის ერთერთ ქართულ დასაყრდენად მილიონერი ლევან ვასაძე ითვლებოდა, მაგრამ, როგორც წყარო ამბობს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ აბაშიძემ და ვასაძემ იჩხუბეს“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორის განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ასლან აბაშიძესა და მის ოჯახზე მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა:

„ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის დროს, ასლან აბაშიძესა და მის ოჯახზე მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, კერძოდ, წელს, რამდენიმე თვის წინ, საქართველოში ასლან აბაშიძის ვაჟი, ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი აბაშიძე ჩამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური ინტერესებიარ ამოძრავებდა, თუმცა, წყაროს ცნობით, აბაშიძე-უმცროსმა, რამდენიმე თვის წინ, ქვეყანაში ჩამოსვლით სიტუაცია „დაზვერა“ და გარკვეულ ტანამოაზრეებსაც შეხვდა. ზუსტად იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოსვლას, სარფის საბაჟოს გავლით, ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი, „ქელფეთაც“ აპირებდა. მასაც სიტუაციის დაზვერვა ჰქონდა დავალებული და ორივე შემთხვევაში, დავალების მიმცემი ასლან აბაშიძე იყო“, - წერს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ასლან აბაშიძე დაბერდა და იმდენი ენერგიაც აღარ აქვს, რაც ათი წლის წინ ჰქონდა, თუმცა, აბაშიძე „გულშიჩამდები ადამიანია“ და ამდენი წლის განმავლობაში „ამ დროზე ოცნებობდა, რომცა საქართველოში მიშაზე გამარჯვებული დაბრუნდებოდა“. „პრემიერის“ ცნობით, აბაშიძეს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მისი საქმე გადაიხედებოდა და „საქართველოში ზარ-ზეიმით დაბრუნდებოდა“.

„მაგრამ რადგან ასე არ მოხდა, სხვა სტრატეგია აირჩია, სხვა სტრატეგია კი როგორც ირკვევა, წმინდა პოლიტიკურია და იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. პარტიის ლიდერი კი ასლან აბაშიძე იქნება. ასლან აბაშიძე პარტიას ქმნის და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. პარტიის ღერძი ნაციონალურ-პატრიოტული იდეები იქნება და ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აბაშიძის პოლიტიკური გუნდი ევროკავშირის წინააღმდეგ გაილაშქრებს“, - ნათქვამია სტატიაში ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, შესაძლოა ასლან აბაშიძის ახალ პარტიაში „აღორძინების“ ოდიოზური სახეები ვიხილოთ“.

„ბოლო დროს პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ჩრდილოეთიდან სხვადასხვა პოლიტიკურ პროექტებში სერიოზული ფული იდება, სხვათა შორის, ისიც ცნობილია, რომ ასლან აბაშიძეს რუსულ გენერალიტეტთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა“, - აცხადებს წყარო.

სტატიაში ნათქვამია, რომ ნინო ბურჯანაძე, „როგორც ჩრდილოეთის ერთერთი იმედი, უკვე თამაშგარე მდგომარეობაშია“. „პრემიერის“ წყაროს აზრით, „საჭიროა ახალი სისხლი, რომელიც საზოგადოებაში ღიად თუ ფარულად, „მოსკოვური იდეების“ ქადაგებას დაიწყებს“:

„საამისოდ მილიონერი ლევან ვასაძე ერთერთი სავარაუდო მოთამაშე შეიძლება იყოს, მაგრამ ვასაძეს ერთი ნაკლი აქვს - ზედმეტად მართლმადიდებლურს თამაშობს, რაც სხვა აღმსარებლობის მქონე ელექტორატის დაკარგვის ნიშანია. მართალია აბაშიძეც მართლმადიდებელია, მაგრამ აჭარაში ბევრია ისეთი, ვისთვისაც „ბაბუ“ დღემდე ღმერთია. ზუსტად ვერ გეტვით, მაგრამ აბაშიძის პოლიტიკურ ველში სწორედ ამ ეტაპზე შემოგდება, შესაძლოა იმას ემსახურებოდეს, რომ აჭარაში ყირიმის მსგავსი სცენარი გათამაშდეს, ანუ აბაშიძის პარტიის მთავარი ფორფოსტი ბათუმი გახდეს და ავტონომიის უფლებების გაძლიერების კუთხით სერიოზული მშაობა დაიწყოს, რასაც ოფიციალური თბილისი არ დააკმაყოფილებს. ეს არდაკმაყოფილება კი გამოსვლების დაწყების მშვენიერი საბაბი იქნება. ამასთანავე, კრემლი სამცხე-ჯავახეთშიც მუშაობს, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუსეთის რეგულარული არმია, რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით, შეიძლება, სამცხეში შევიდეს, იქიდან კი პირდაპირ აჭარაში გადავიდეს“, - ეჭვობს „პრემიერის“ წყარო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42