ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენდნენ, უმცირესობის წარმომადგენლებსა და კომიტეტის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება გახდა, რომელმაც კომიტეტის ფორმატთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მან ეკა ბესელია პროკურატურის მფარველობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, საპარლამენტო უმცირესობას წარსული გაახსენა. ურთიერთბრალდებები კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე წუთის ისმოდა.
„თქვენი შეფასება სახალხო დამცველის ანგარიშზე არ გაგაჩნიათ, თქვენ ხართ პოლიტკური შურისძიების ადვოკატი პარლამენტში“, - მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელიას.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველი ანგარიშს ისმენდნენ. სხდომაზე უჩა ნანუაშვილმა 2013 წლის ანგარიშს წარადგინა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






