შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილი მეუღლე თაკო სალაყაია გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. სალაყაია „ფეისბუქზე“ წერს, რომ პრესით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერაბიშვილს ფსიქიკური აშლილობა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ექს-მინისტრი თავს კარგად გრძნობს.
„ვანო ჯანსაღად და ძლიერადაა და აგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რომ ვერ გატეხეს, ახლა აბსურდულ ჭორებს უვრცელებენ. ეს ჭორები შეიცავს საფრთხეს, რომ მას მართლა მიაყენონ ზიანი და ამ ჭორებით ამზადებენ თავის გასამართლებელ ვერსიას, რომ ვანომ ფსიქიური აშლილობის ნიადაგზე თავი დაიზიანა“, - წერს თაკო სალაყაია.
გაზეთი „ალია“ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, ყოფილ შსს მინისტრს ჰალუცინაციები აწუხებს, ასახელებს გაურკვეველი ადამიანების გვარებს, კამერაში ზის სრულიად შიშველი და ტანსაცმელს ძალით აცმევენ.
მასალის გამოყენების პირობები






