შალვა ფიფია სემინარს თემაზე „ქართული აგროწარმოების მომავალი“ დაესწრო
პოლიტიკა - 19:36, 17 Jul, 2014     1433

ვროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ორგანიზებით, კაჭრეთში სასტუმროში ,,ამბასადორი“ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი თემაზე „ქართული აგროწარმოების მომავალი“ გაიმართა. სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ხოსე ეჩანოვე, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ENPARD-ის ოთხი ძირითადი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარზე შალვა ფიფიამ სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სტრატეგია 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხია სურსათის უვნებლობა და ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის უსაფრთხოება. მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.

,,ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა. დავიწყეთ სისტემური ცვლილებების განხორციელება, რათა შევძლოთ დარგის მაქსიმალურად მოკლე დროში განვითარება.ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა,ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევებისწინაშე დადგა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდანმაღალისტანდარტის, ხარისხიანიპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.ეს ეტაპობრივი პროცესია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემხუან ხოსე ეჩანოვემ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42