საგარეო საქმეთა მინისტრი კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით აშშ-მა დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
“აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე მხარს უჭერს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იყოს ასახული ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ევროკავშირის მხრიდან ასახულია ეს პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ეს პროგრესი ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებაში უნდა იყოს ასახული”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.
აშშ-ის კონგრესმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აშშ-ის მოკავშირის სტატუსს ნატო-ს წევრობის გარეშე მიიღებენ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






