სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზეა საუბარი. მისი თქმით, ამ მომენტისთვის მერაბიშვილი ადეკვატურად იქცევა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ჩივილების დროს ექს-მინისტრი ექიმს მიმართავს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუდმივად ხელმისაწვდომია.
“პვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იცავს კანონი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ის ადეკვატურად იქცევა. როცა ჩივილები აქვს, მიმართავს ექიმს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუდმივად ხელმისაწვდომია. თვეების წინ მას კომპლექსური, ძალიან მაღალი სტანდარტის გამოკვლევები ჩაუტარდა. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ამ მომენტისთვის ის იქცევა ადეკვატურად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






