საქართველოს ფინანსთა მინისტრი მრჩეველთა საბჭოს ხვდება. სხდომაზე იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს განიხილავენ. ნოდარ ხადურის განცხადებით საშემოსავლო სფეროს კუთხით ბიუჯეტი 250 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეივსო.
„გავაცანი ექსპერტებს, მრჩეველთა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ, გასული ექვსი თვის განმავლობაში, მათ შორის ივნისში, მინდა გითხრათ, რომ ივნისშიც ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა იყო 11 პროცენტზე მეტი, ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 5.5. პროცენტი იყო ივნისში ეკონომიკური ზრდა, ანუ 6 თვის განმავლობაში დაახლოებით ისევ 6 პროცენტზეა საუბარი. ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5 პროცენტიან მაჩვენებელზე, ანუ ზედმეტად ოპტიმისტები ნამდვილად არ ვყოფილვართ“, - განაცხადა ხადურმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






