ომბუდსმენის ანგარიშში 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე მოხვდა. უჩა ნანუაშვილმა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საქმეს არასწორი კვალიფიკაციით პროკურატურის ნაცვლად კვლავ შს სამინისტრო იძიებს:
„ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება როგორც შს სამინისტროს, ისე პროკურატურას, 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა საქმეების გამოძიებაა. გამოძიება უნდა წარიმართოს მთავარ პროკურატურაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ყველა პრინციპის დაცვით. სამწუხაროა, რომ კვლავ არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, კვლავ დგას ინსტიტუციური ქვემდებარეობის საკითხი და მიუხედავად პარლამენტის გასული წლის დადგენილებისა, ძიებას კვლავ შს სამინისტრო აწარმოებს“,- განაცხადა ნანუაშვილმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






