საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენებს ესწრება.
პირველი შეხვედრა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართა. მინისტრმა ასოციების შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული კომიტეტბის სხდომაზე.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმალობაში შრომობდა აღნიშნული შედეგის მისაღწევად.
მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება ეს არის ინოვაციური, ახალი თაობის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს უხსნის შესაძლებლობას ყველა მიმართულებით დაუახლოვდეს ევროკავშირს და მის სტანდარტებს.
"ეს გახლავთ საქართველოს მოდერნიზაციის გეგმა, ეს გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია ნებაყოფლობით და რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას გახდეს უფრო განვითარებული, მიმზიდველი და დაეფუძნოს ყველა იმ ძირითად ფასეულობებს, რასაც ემყარება დემოკრატიული სახელმწიფო", - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ასოცირების იმპლიმენტაციის საკითხებზე, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგზე.
მინისტრის განცხადებით ეს შეთანხმება იძლევა ევროპული დონის სტანდარტების დამკვიდრების შესაძლებლობას ყველა სფეროში, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიც არის ადამიანის უფლებებს დაცვა, მართლმსაჯულება, უსაფრთხოება.
დეპუტატები დაინტერესდნენ თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ასოცირების შეთანხმება შრომითი მიგრაციის, ევროპულ ეკონომიკასთან დაახლოების თვალსაზრისით. ასევე გულისხმობს თუ არა იგი კონკრეტულ ცვლილებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით.
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ ეკონიმიკის, ისუტიციის, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, ასევე შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის სახელმიფო მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






