საქართველოს ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ედგარს რინკევიჩსი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას დაესწრება. დაგგემილია სხდომაზე მინისტრის სიტყვით გამოსვლა.
ედგარ რინკევიჩსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გამართავს შეხვედრას.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.
შეხვედრებზე საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობი, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილება.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






