რუსეთის სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტი 17 ივლისს 16:00 საათზე მრგვალ მაგიდას გამართავს თემაზე „სამხრეთ ოსეთის სუვერენული რესპუბლიკა: pro et contra“
ამის შესახებ ინფორმაციას „ოსინფორმი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხილვის მთავარი თემები იქნება „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენულობის განმტკიცება თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებისა და კონფლიქტების კონტექსტში, განვითარების სუვერენული გზის ხარვეზები. „სამხრეთ ოსეთის“ შესვლა რუსეთის ფედერაციის რიგებში - პრაქტიკული მიზანი თუ წინასაარჩევნო ლოზუნგი. დამოუკიდებლობის იდეოლოგია - ოსი ეთნოსის გადარჩენაზე დაფუძნებული. „სამხრეთ ოსეთის“ განვითარების უახლოესი პერსპექტივები ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საერთო სტრატეგიულ კონტექსტში. სერგეევის წიგნის კონტექსტის განხილვა, რომლის სათაურიცაა: „თანამედროვე სამხრეთ ოსეთი: გაკვეთილები და გამოწვევები“.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






