პარამენტში, დღეს, სახალხო დამცველს მოუსმენენ. უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2013 წლის ანგარიშს წარადგენს. ომბუდსმენის შეფასებით, გასულ წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემური სფეროები კვლავ რჩება. სახალხო დამცველი მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს საკანონმდებლო და აღმასარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობს.
„მთელ რიგ საკითხებში, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა, არის ძალიან ბევრი პრობლემატური სფერო და საკითხი. ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ინიციატივები გვაქვს, მათ შორის ერთ-ერთი უკავშირდება დამოუკდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტებს შეისწავლის, ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაიზარდოს ჩვენი მანდატი და დახურულ დაწესებულებაში მოგვეცეს ფოტოს გადაღების საშუალება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






