საია პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს
პოლიტიკა - 10:09, 17 Jul, 2014     1390

საია სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში სავარაუდოდ არსებულ ე.წ. ,,ციხის მაყურებლების“ პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„2014 წლის 15 ივლისს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა შავლეგ გურგენიძემ საიას ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. საქმე ეხება აღნიშნულ დაწესებულებაში სავარაუდოდ არსებულ ე.წ. ,,ციხის მაყურებლების“ პრობლემას.

შავლეგ გურგენიძე საიასათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებს მე-8 დაწესებულების ,,ა“ კორპუსში მყოფ ორ პიროვნებაზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და სავარაუდოდ წარმოადგენენ ე.წ. ,,მაყურებლებს“. შავლეგ გურგენიძის განმარტებით, აღნიშნული პირები არიან ,,თემური და ოთარი (ერთ-ერთი გვარად არის ლოლუა). ეს პირები ზეწოლას ახდენენ სხვა პატიმრებზე“. ,,თემური და ოთარი სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილდებიან თავისუფლად, სხვა პატიმრებს სთხოვენ ტელეფონის ბარათს, სიგარეტის და სხვადასხვა პროდუქტების ყიდვას. თუ რომელიმე პატიმარი არ შეასრულებს მათ მითითებას, ოთარის ან/და თემურის მითითებით ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადაყავთ სხვა კორპუსში“. შავლეგ გურგენიძე უთითებს, რომ ისიც რამდენჯერმე გახდა იძულებული მათი მოთხოვნები შეესრულებინა. გურგენიძის განმარტებით, დასახელებულ პირებს მფარველობს #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში, ვინმე ილო.

ამავე განცხადებაში შავლეგ გურგენიძე მიუთითებს, რომ ,,თუ პატიმარი ითხოვს ექიმთან შეხვედრას და ეძახის დაწესებულების თანამშრომლებს, მსჯავრდებულები ოთარი ან/და თემური აგინებენ მსჯავრდებულს, უყვირიან და შემდეგ ადმინისტრაციის თანამშრომლებს აძლევენ მითითებებს, რომ მსჯავრდებული გადაიყვანონ სხვა კორპუსზე, რასაც ადმინისტრაციის თანამშრომლები ასრულებენ და მსჯავრდებული გადაყავთ სხვა კორპუსზე".

დასახელებული ფაქტები დაუყოვნებლივ შესწავლას მოითხოვს. დაუშვებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონკრეტული პატიმრების მხრიდან გავლენის მოპოვების და ციხის ადმინისტრაციის საქმიანობაში მათი ჩარევის პრაქტიკის არსებობა, მით უმეტეს თუ ამის შედეგად სხვა პატიმრების უფლებები ირღვევა. საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ მითითებული ინფორმაცია და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42