ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი იწყება საპარლამენტო კომიტეტებში. რატიფიცირების პროცესს სტუმრები დაესწრებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კომენტარს აკეთებს, მინისტრი მთავარი მომხსენებელი იქნება:
„გვაქვს დრო და საშუალება იმისთვის, რომ დაწვრილებით ვილაპარაკოთ ხელშეკრულებაზე, მისი განხორციელების გეგმებზე და მის შედეგებზე, ყველა კომიტეტი არის მონდომებული, რომ ასეთი მოსმენები შედგეს, ჩვენ გვექნება 6 ან 7 შეხვედრა გაერთიანებულ კომიტეტებთან, სწორედ იმიტომ, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ხელშეკრულებას და მის რატიფიკაციას, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდის ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, იგი დაესწრება რატიფიცირების საზეიმო ნაწილს“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






