ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ორი განხილვით მიიღო ახალი კანონპროექტი რუსული აგრესიის პრევენციის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, შეერთებული შტატების მოკავშირის სტატუსს ნატოში გაწევრიანების გარეშე მიიღებენ.
„ვაშინგტონის მიერ მოკავშირის სტატუსის მინიჭება გათვლილია იმ პერიოდზე, ვიდრე ამ სამ ქვეყანაში თავდაცვის სფერო გარდაიქმნება, კონგრესის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი პრეზიდენტ ობამას აძლევს რეკომენდაციას, რომ გაზარდოს თანამშრომლობა თავდაცვის მიმართულებით, არაუგვიანეს 90 დღისა, კანონის მიღებიდან სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მდივანთან ერთად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებებისათვის მზადება უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან, კოსოვოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსთან და სერბეთთან რათა დაიწყოს ახალი ან განამტკიცოს უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რაც ასევე გულისხმობს შეთანხმებებს კიბერ უსაფრთხოებაშიც“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






