პუტინის ,,მწვანე კაცუნები“ უკრაინის შემდეგ საქართველოშიც გამოჩნდნე - ნიკა მაჭუტაძე
პოლიტიკა - 01:24, 17 Jul, 2014     5915
რამდენად რეალურია საქართველოში პუტინის ე.წ. ,,მწვანე კაცუნების“ გამოჩენა, რომელთა ,,მწავნე კაცუნებად“ ,,ნათლობა“ უკრაინაში მოხდა და ისინი ასოცირდებიან სეპარატიზმთან, აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ შეიარაღბულ დაპირისპირებასთან და ყირიმის ოკუპაციასთან. უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში მათ გააქტიურებას, რამდენად მზადდება პუტინის მიერ ე.წ. ,,მწვანე კაცუნების“ ხელით ამჯერად უკვე საქართველოში დესტაბილიზაციების, პროვოკაციებისა და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება. არსებობს თუ არა მათი თავისუფალი მოქმედების ფაქტობრივი გარემოებები ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ერთი რამ ცხადია, თუ ისინი რეალურად ფიქსირდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ყველა შემთხვევაში ნეგატიურ პროცესებთან იქნებიან დაკავშირებული.

სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მომხმარებელთა ყურადღება საქართველოში ერთმა დამაინტრიგებელმა ინფორმაციამ მიიპყრო, რომელიც პოსტის სახით, ისტორიკოსმა ნიკა მაჭუტაძემ გამოაქვეყნა. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ისტორიკოსი საჯაროდ მიუთითებს, რომ არსებობს სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ.

,,ნიუპოსტმა“ რამოდენიმე შეკითხვით მიმართა ნიკა მაჭუტაძეს.

_ბატონო ნიკა, ალბათ დამეთანხმებით, თქვენს მიერ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია სკანდალური და ბევრი კიხვის ნიშნების შემცველია, იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ რა ინფორმაციის მატარებელი ბრძანდებით და რამდენად რეალურია საფრთხეები საქართველოსთვის?

_მე ვთქვი, რომ მქვს ინფორმაცია, მე არ ვამბობ, რომ ეს არის 100%-ით დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ სამწუხაროდ არის ნიშნები. ჩემი პოსტი განაპირობა ინფორმაციის წარმომავლობამ, ასევე ბევრმა იმ ფაქტმა, რომელიც ამ ინფორმაციის რეალობაზე მიუთითებს და რომელსაც ჯერ-ჯერობით არ ვასაჯაროებ, იმის იმედით, რომ იქნებ დაინტერესდეს ვინმე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებიდან. მე ღიად ვისაუბრე ამ თემაზე, უბრალოდ რაღაც ნაწილი ჯერ არ მითქვამს. დავწერე ის, რაც ეხებოდა ე.წ. ,,მწავნე კაცუნების“ თემას, რომელიც ყურადსაღები ინფორმაციაა.

_ანუ თქვენ ამბობთ, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა?

_ვინც ისტორია იცის და იცის რუსეთის სახელმწიფოს და მისი სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკა მეზობლებთან ურთიერთობაში, ის ადვილად მიხვდება, რომ დესტაბილიზაცია ჯერ ქვეყნის შიგნით ხდება და შემდეგ მოჰყვება მას ოკუპაცია, ასე მოხდა 1921 წელს, დესტაბილიზაცია მოხდა ჯერ 1991 წლის ბოლოს და შემდეგ განხორციელდა ის პროცესები, რომელმაც შედეგად ჩვენი რეგიონების ოკუპაცია მოიტანა. მე გარკვევით ვწერ და მივანიშნებ, რომ ეს ხდება მართლწესრიგის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მოშლით მიზნით... მინდა შეგახსენოთ, ამას ემატება ის, რომ რამდენიმე თვის წინ იყო საუბარი ახალქალაქში სომეხი მოსახლეობის პასპორტიზაციასთან დაკავშირებით და ძალიან სერიოზულმა ადამიანებმა გააკეთეს ამასთან დაკავშირებით კომენტარები, მათ შორის იყო კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვებმა... სწორედ ამ საკითხებიდან გამომდინარე არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი, ეს არ არის ის თემა, რომელზედაც თავლის დახუჭვის უფლება შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს და საზოგადოებას.

_ანუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომელიც, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. თუ გამოგეხმაურათ ვინმე შესაბამისი სტრუქტურებიდან?

_სავარაუდოდ და ლოგიკურიცაა, რომ ჩემზე ადრე და უკეთ იცოდნენ სახელმწიფო ორგანოებმა, თუმცა ეს არ არის საზოგადოების ინფორმაციულ სივრცეში გაშლილი საკითხი. მე სხვათაშორის, გუშინვე მივწერე ძალიან მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩემგან უკვე კარგად იციან, რასაც ვგულისხმობდი და მინდა გითხრათ, რომ დაინტერესება დიდია საერთაშორისო წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების კონკრეტული მოხელეების და თანამდებობის პირების მხრიდან, ვგულისხმობ დიპლომატიურ და საერთაშორისო სივრცეებს.

_თქვენსავე პოსტში საუბრობდით, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტმა არსებული მონაცემები და ეჭვები გაამყარა...

_რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას, ფაქტობრივი დაკავშირება ცხადია არ შემიძლია, თუმცა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გარემოებებმა, საზოგადოებაში დასვა კითხვის ნიშნები ამ მიმართულებით, ამან შექმნა ერთგავრი განგსტერულობის და კრიმინალური ქმედებების თავისუფლების აურა, სწორედ ასეთი ამინდი შეუწყობს ხელს ამ ,,მწვანე კაცუნების“ და შესაძლო დესტაბილიზატორთა მოქმედებების გაშლას როგორც რეგიონებში ასევე კონრეტულ ქალაქებში, რომელიც დავასახელე.

_თქვენს ამ ინფორმაციასა და ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას ხომ არ აკავშირებთ ერთმანეთთან?

_მე მაქვს სუბიექტური განცდა, რომ ამ შესაძლო დესტაბილიზატორებთან, რომელზე მე ვსაუბრობ, შიგნით თუ გარეთ პრორუსულ პარტიებს არ გაუჭირდებათ საერთო ენის ნახვა. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნატოში არ უნდა გავწევრიანდეთ, რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთი - ეს არის გარყვნილების ბუდე და მხოლოდ ამას ხედავენ და დეზინფორმაციულად ავრცელებენ ამ სისულელეებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან უნდა ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობები, ამბობენ, რომ უნდა შევქმნათ ტრანსკავკასიური რკინიგზა აფხაზეთის გავლით, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პოპულარიზებას უწევენ აქ პუტინის რუსეთის ,,დერჟავულ“ იდეებს, რომლებიც ცდილობენ ამოეფარონ და გამოიყენონ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი და ა.შ. ეს ყველაფერი სახეზეა და ამას უნდა მიხედოს საზოგადოებამ. ინფორმაციის გასაჯაროების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის.

სააგენტო ,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ნიკა მაჭუტაძის მიერ ,,ფესიბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს:

,,ახლა აქ ვაკეთებ ძალიან სერიოზულ განცხადებას და ძალიან გთხოვთ გაეცანით.

ამასთანავე ვიტყვი, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვარ გავესაუბრო/ჩვენება მივცე საგამოძიებო ორგანოებს, შევხვდე, ინფორმაცია მივაწოდო დიპლომატიურ კორპუსს, წარმომადგენლობებს.

საქართველო, კერძოდ, თბილისი, ახალქალაქი და ბათუმი გავსებულია რუსეთის მიერ შემოგზავნილი ე.წ "მწვანე კაცუნებით", რომელთა დავალება, მიზანია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა, შეიარაღებული დაპირისპირება და პროვოკაციები სახელმწიფო მართლწესრიგის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მოშლის მიზნით.

მაქვს კონკრეტული ინფორმაციები ძალიან სანდო წყაროებისგან. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტმა კი არსებული მონაცემები გაამყარა და ეჭვები გააძლიერა.

ვიმეორებ: ინფორმაცია ძალიან კონკრეტულია, თუმცა ამჟამად მეტს ვერაფერს ვიტყვი.

P.S ასევე, მზად ვარ, გავესაუბრო ჟურნალისტებს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42