ქართულმა კონტინგენტმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია დაასრულა
პოლიტიკა - 17:52, 16 Jul, 2014     485

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ბაზა „ლეზერნეკს“ ტოვებენ. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს. ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იხურება კოალიციის სამხედრო ბაზები და მცირდება კონტინგენტის რაოდენობა. 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები გადაიბარებენ.

23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ISAF-ის მისიის დასრულება ბაზა „ლეზერნეკზე“ საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ბატალიონის სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს პირადად ჩააბარა საქართველოს დროშა. ღონისძიებას „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ ბრიგადის გენერალი დანიელ იო, ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი და ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი დაესწრნენ. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში მსახურობდა ბაზა „ლეზერნეკზე“.

ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს. ISAF-ის მისიის ფარგლებში, 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბოლო დავალება წარმატებით შეასრულეს. პატრულირებიდან დაბრუნებულ ქვედანაყოფს ბაზა „ორბზე“ პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი წარმომადგენელი ISAF-ის მისიაში პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს მისიის უდანაკარგოდ დასრულება მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42