კიწმარიშვილს "60 წუთის" აღდგენაზე "რუსთავი 2"-თან საუბარი ჰქონდა - ნანეტაშვილი
პოლიტიკა - 14:47, 16 Jul, 2014     1753

„თრიალეთის“ დამფუძვნებელი ბადრი ნანეტაშვილი „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს და ეროსი კიწმარიშვილთან, გარდაცვალებამდე ერთი დღის ადრე, შეხევდრის დეტალებს ისენებს. ნანეტაშვილის წერს, რომ კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა გადაცემა „60 წუთის“ აღდგენის მიზნით. „თრიალეთის“ დამფიძვნებელი დეტალურად აღწერს ეროსი კიწმარიშვილის და მის მიერ იარაღის ყიდვის დეტალებს. ნანეტაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეროსი კიწმარიშვილს უამრავი გეგმა ჰქონდა და ის თავს არ მოიკლავდა.

დღეს, რამდენიმე ადამიანმა, ჩემს მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა, თითქოს მე "დამამუშავეს" და თითქოს შევცვალე ჩემი ნათქვამი. ეს ის ადამიანებია, ვინც ცოტა ხნით ადრე ეროსის უგონებდნენ ასეთ პროვოკაციებს და ათას საზიზღრობებს თხზავდნენ. დღეს, კი თითქოს გულშემატკივრები, მე მაბრალებენ "დამუშავებას" და "მოსყიდვას".

მე, გუშინ, თითქმის დილამდე ვიყავი ეროსის ოჯახთან და ახლობლებთან, ხოლო განცხადება რაც გავაკეთე, კიდევ გავიმეორებ: გუშინწინ, ეროსი კიწმარიშვილმა და გია ხევიაშვილმა გამომიარეს ნუცუბიძის ქუჩაზე. მე დავჯექი ეროსის ავტომანქანაში და წავედით ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისში, სადაც დავსხედით პიცერია "პრეგოში". იქ ეროსი იყო მხიარულ ხასიათზე. პიცას უწონებდა კაფეს. შემდეგ დაიწყო მომავალ გეგმებზე ლაპარაკი. ამბობდა, უნდა გავხსნა საკაბელო ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციაო. რომ, ორ წელიწადში ზედიზედ სამი არჩევნები მოდის და ბევრი სამუშაო მექნებაო. ამბობდა, მართალია არჩევნები წავაგე, მაგრამ აქამდე, ორი წელიწადი ხელისუფლებამ ჩამძირა, სახლში ჩამკეტა და ამ არჩევნებმა მე სახლიდან გამომიყვანა და გამააქტიურაო. კიდევ, ამბობდა, რომ რუსთავი 2 თან მოლაპარაკება მაქვს, სამოცი წუთი უნდა ავღადგინოვო.. მაგარი ბომბი გადაცემა უნდა გავაკეთოვო.

კაფეში, დანით პიცის ნაჭერს ჭრიდა და თითი გაიჭრა. ხევიაშვილი გარეთ გავიდა აფთიაქში და ბინტი შემოუტანა, მაგრამ არ დასჭირდა.

კაფედან წამოსვლის შემდეგ, ხევიაშვლი მივიყვანეთ მის ავტომანქანასთან, ეროსის სახლთან. ამ დროს ეროსიმ მთხოვა გავყოლოდი იარაღის მაღაზიაში, რომ ძმის დაბადების დღე იყო და საჩუქარი მინდა გავუკეთოვო. რაღაც ადრინდელი ნაჩუქარი იარაღი მაქვსო და იმის გაფორმება თუ რთული არ იქნება, იმას ვაჩუქებო. თან ვაზნების ყიდვა უნდოდა იმ იარაღის. (ამ საკითხზე წინა საღამოს სკაიპშიც დამელაპარაკა). მაღაზიაში გასაუბრების შემდეგ, უთხრა რომ კარგი, ეხლა იმის დევნა დიდ დროს წამართმევს და რახან ახალის ყიდვა უცებ ხდება, ახალს ვიყიდიო. ამის შემდეგ კარგა ხანს ვარჩევდით იარაღს.

მაღაზიის შემდეგ, ამოწერილი საბუთები წავიღეთ პოლიციაში, მაგრამ გვითხრეს რომ სამუშაო უკვე დამთავრებულია და მეორე დილით მივსულიყათ. ეროსიმ მითხრა შენ ალბათ ადრე ვერ გაიღვიძებო და მე ათ საათზე მივალო.

მე ეხლაც ვაცხადებ, რომ ეროსის თავის მოკვლის მიზეზი არც ქონია და არც მის ხასიათზე და მომავალ გეგმებზე ლაპარაკის დროს არ ჩანდა. მხოლოდ, მომავალი საქმეების კეთებისთვის შემართებული ადამიანის ლაპარაკი იყო.

ამას ვწერ იმ პროვოკატორებისთვის, რომლებიც ადამიანის განადგურებისთვის და მოსპობისთვის ავრცელებენ ასეთ ცილისწამებებს!

ტელეფონი გამორთული მქონდა, იმის გამო რომ დღეს დილის რვა საათზე დავიძინე“, - წერს ნანეტაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42