ირაკლი ღარიბაშვილი BENS-ის დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 14:10, 16 Jul, 2014     853

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და BENS-ის დელეგაციის შეხვედრის მთავარი თემები.

აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლებას სჯერა, რომ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, სფეროში დასაქმებულთა რიცხვისა და სატრანსპორტო უსაფრთხოების ზრდასთან.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მაგალითად დასახელდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას შორის; ასევე, ანაკლიის პორტის პროექტი, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობის გარდა კიდევ ბევრი სხვა უპირატესობა აქვს.

შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვნად გაზრდის, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას BENS-ის პრეზიდენტი, გენერალი ნორტონ შვარტცი, ორგანიზაციის დირექტორი პოლიტიკის საკითხებში ჯული გრუნდმანი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენლები; ამერიკული საბროკერო, საკონსულტაციო და უძრავი ქონების მსხვილი კომპანიების ვიცე-პრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42