საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„მახსოვს ეროსი კიწმარიშვილის განცხადებები, რომ ომი საქართველომ დაუწყო პუტინს, რომ ის ნოღაიდელის პარტიაში იყო. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის დღეს.
ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, მზისით, საკუთარ მანქანაში, უკიდურესად საეჭვო გარემოებებში. აშკარაა, რომ ოფიციალურ გამოძიებას არავინ ენდობა.
როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, მე ვითხოვ ჟურნალისტებისგან, მისი კოლეგების და მეგობრებისგან, იტვირთონ მეოთხე ხელისუფლების პასუხისმგებლობა და გაგვაგებინონ, რა მოხდა და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა უმოქმედობა, მტკიცებულებების გაქრობის საშუალების მიცემა ხელისუფლებისთვის დიდი ხნით დაასამარებს დემოკრატიას და შესაბამისად მეოთხე ხელისუფლებასაც“,- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს
მასალის გამოყენების პირობები






