თეორიულად გასროლა შესაძლებელია სხვისი ხელითაც განხორციელებულიყო - გამსახურდია
სოც.მედია - 12:16, 16 Jul, 2014     2617
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

„ეროსი კიწმარიშვილის ცხედრის დათვალიერების შემდეგ დაიწერა, რომ მას ქონდა "სტანც-მარკა", ანუ ლულის ანაბეჭდი შესაბამისი დაზიანებებით. კრიმინალისტიკაში ისეა, რომ "სტანც-მარკა" მიბჯენით სროლაზე მიუთითებს, ისევე როგორც შემავალი ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა.

როგორც დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე 2009-2011 წლებში ვიტყოდი, რომ თეორიულად შესაძლებელია სხვისი ხელითაც განხორციელებულიყო ეს გასროლა. აქ მნიშვნელობა ექნება სიკვდილის გამომწვევი იარაღის დახრილობის კუთხეს, ასევე ძალადობის კვალს სხეულზე. გამოსაკვლევია იყო თუ არა გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები მკვლელობის თუ თვითმკვლელობის იარაღზე. თავის ქალა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული იქნება.

ცნობისთვის: ზვიად გამსახურდიას ცხედარს, თუკი ვიმსჯელებთ ძირითადი მოწმეების გადმოცემებით, არ აღენიშნებოდა არც სტანც-მარკა, არც ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა, თუმცა სროლა ახლო მანძილიდან უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ტყვიის მიერ გაკვალული გზა (ანუ შემავალი ხვრელიდან გამომავალისკენ) იყო ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე წინიდან უკან. დანაშაულის ყველა კვალი და ნივთმტკიცება დაკარგულია ან შეგნებულადაა განადგურებული 1994 წლის იანვარშივე.

ასევე წმინდად ფსიქოლოგიური კუთხიდან უცნაურია, რატომ უნდა მოიკლას თავი ადამიანმა, თუკი მას კონკრეტული გეგმები გააჩნია და მათზე საჯაროდ საუბრობს“,- წერს კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტი მაია ნიკოეიშვილი აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მიბჯენით არის ნასროლი და დაღუპულს სხეულზე დაზიანების კვალი პრაქტიკულად არ აღენიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42