ჟურნალისტი ეკა ხოფერია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ჟურნალისტებს, გუშინ, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გაშუქების დროს, ბევრი "მაგარი კადრი გამორჩათ".
„მთელი ღამე ვფიქრობდი. ბევრ რამეზე. ისეთზეც, აქ რომ არ დაიწერება. ერთს გაგიზიარებთ მხოლოდ. უცებ , წარმოვიდგინე, რომ ისევ ერთად ვმუშაობთ, მოხდა ეს ამბავი, ვინ გამაჩერებდა ან მე ან გუნდის რომელიმე წევრს სახლში. არც ღამე არავინ წავიდოდით. ბევრს ვისაუბრებდით ვერსიებზე, ვის რა ინფორმაცია გვქონდა. იმავე ღამეს დაიგეგმებოდა გადაცემები, სიუჟეტები, სტუმრები და იმავე ღამეს გავიდოდით ეთერში. და ყველაფერი, როგორც იმ გუნდს ჩვეოდა,1 წუთში მომზადდებოდა და მომზადდებოდა ხარისხიანად. P.S. წარმომიდგენია რას მიზამდა ყოველი ცუდი კადრისთვის ან გაცდენილი სტუმრისთვის)))) ისე, ბევრი მაგარი კადრი "გამაზეთ" გუშინ კოლეგებო, ნიშნისმოგებით არ გეუბნებით, უბრალოდ იქ ვიყავი და არ შემეძლო, არ დამეწერა))“, - წერს ხოფერია.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






