უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად მის სასამართლო პროცესებს ესწრება. ლუცენკო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ევროსასამართლოში პროცესს აუცილებალდ მოიგებს და იგი იქნება არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ რეაბილიტირებულიც.
„მე ვიყავი 4 წელი უკრაინის შს მინისტრი, მჭიდრო ურთიერთობები მაკავშირებდა ვანო მერაბიშვილთა, ჩვენთან ოლიგარქმა იანუკოვიჩმა დაისაკუთრა ხელისუფლება, თქვენთან ივანიშვილმა გააკეთა იგივე, ამის შემდეგ მოხდა მერაბიშვილის ლუცენკიზაცია, ჩვენ ერთი და იმავე გზას გავდივართ, მე მოვიხადე ორ წელიწად-ნახევარი, იგივე გზას გადის ვანო მერაბიშვილიც, მე აქ ჩამოვედი როგორც მისი მეგობარი, იმისათვის რომ მას მხარში დავუდგე, ასევე მე ჩამოვედი იმის მტკიცებულებად, რომ დედამიწა მრგვალია.
იმ შემთხვევაში, თუ ქართველები მოითხოვენ თავისუფლებას მინისტრ მერაბიშვილისათვის, მაშინ როცა ის გამოვა ციხიდან საქართველოში ცვლილებები მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გამოივლის იმავე გზას რაც უკრაინამ გამოიარა.
მე ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ევროსასამართლოს ვანო მერაბიშვილი მოიგებს, ვანო იქნება არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ რეაბილიტირებულიც. მერაბიშვილის დადანაშაულება იმაში, რაშიც პროკურატურა ედავება სასაცილოა. ის, რომ მერაბიშვილის დაკავება მოხდა კანონის უხეში დარღვევით, ეს ფაქტია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლუცენკოს გამარჯვების პრეცენდენტი მერაბიშვილის საქმეშიც იმუშავებს“, - განაცხადა ლუცენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






