„სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების პოლიტიკა აუცილებლად იქნება გადახედილი“, - ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე „ველოსიპედებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასვლა არარეალურია“.
“სწორედ ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ავტოპარკის გადახედვა. მახსოვს ჯერ კიდევ მინისტრი ვიყავი, როდესაც მთავრობის სხდომაზე შესაბამისი ინიციატივა იქნა წარმოდგენილი, რომელიც განვიხილეთ და დავამტკიცეთ - რა კლასის ავტომანქანები უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების ქვემდებარე უწებებში და როგორი უნდა იყოს მომსახურება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაშიც უნდა გაკეთდეს ოპტიმიზაცია - სამსახურებრივი საჭიროებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ სრულად გადავიდეთ ველოსიპედებზე ან მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ამ ეტაპისთვის არარეალურად მიმაჩნია”, - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






