თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია „რუსთავი 2“-ის დამფუძვნებლის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. გადაცემა „პოლიტიკის“ დროში ნარმანიამ კიწმარიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„მინდა დავიწყო სამძიმარით, მიუსამძიმრო ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და ახლობლებს. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო სამქიანობა წაიმართება, ისე როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და გაირკვევა თუ რასთან გვაქვს საქმე. მიჭირს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი გაგცეთ. ესეთი შემთხვევები არ არის ხშირი, თუმცა როდესაც ეს ეხება მაღალი ცნობადობის პიროვნებას ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერსებს დეტალები და იმედია საზოგადოება ყველა კითხვაზე პაუსხს მიიღებს“, - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






