ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი ბადრი ნანიტაშვილი აცხადებს, რომ მას გუშინ გარდაცვლილმა განუცხადა, რომ ძმისთვის საჩუქრად იარაღის შეძენა სურდა. ამის შესახებ ნანიტაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„საუბარი გვქონდა დღეს სამის 15 წუთზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, გეგმებზე არ ყოფილა საუბარი, გუშინ მთელი დღე ერთად ვიყავით, სადაც იყო საუბარი მის იდეებზე, ამობობდა რომ აპირებდა საკაბელო ტელევიზიის გახსნას, აპირებდა რომ გაეხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია და მომზადებულიყო საპარალამენტო არჩევნებისთვის, აცხადებდა, რომ უამრავი სამუშაოა და იწყებს მუშაობას. ასეთი გეგმები ჰქონდა. დღეს სრულიად ჩვეულებრივი, კარგი ხასიათის საუბარი გვქონდა.
იარაღის ყიდვა უნდოდა, რომ თავის ძმისთვის საჩუქარი გაეკეთებინა, მან გუშინ მითხრა, რომ იარაღის ყიდვას აპირებდა. თვითმკვლელობის დროს ადამიანი გეგმებსა და მომავალზე არ საუბრობს“, - განაცხადა ბადრი ნანიტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






