თავადცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც დღეს დილით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, ეროპორტში გაურკვეველი მიზეზით საზღვარზე გააჩერეს. ამის შესაახებ შაშკინი სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის მგზავრებს, რომლებიც მგზავრების უმიზეზოდ დაყოვნების გამო პროტესტს გამოთქვამდნენ.
დილით ოჯახთან ერთად დავტოვე საქართველო ერთი კვირით. მიზეზი მარტივია - ჩემთვის ექიმები, ოჯახისთვის მცირეოდენი დასვენება. აეროპორტში, როგორც ყოველთვის, ნახევარი საათი ვიდექი საზღვარზე.
მადლობა პატრულის რიგით თანამშრომლებს, რომ არ კარგავენ ადამიანობას და გულწრფელად განიცდიან, რომ ასეთ უღირს საქციელში ძალაუნებურად მონაწილეობენ და ბოდიში, რომ ეს ჩემი და ჩემი სხვა კოლეგების გამო ხდება.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მგზავრებს, რომლებიც უკვე ღიად გამოთქვამენ პროტესტს, რომ მათ თვალწინ უმიზეზოდ აწვალებენ ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები






