საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სან-დიეგოს უნივერსიტეტთან დადებულ მემორანდუმზე კომენტარს აკეთებს:
“დღევანდელი ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და განათლების სისტემისთვის, ჩვენ მივიღეთ 140 მლნ დოლარის გრანტი, მეორე კომპაქტი, რაც დიდი დახმარება და კონტრიბუციაა ჩვენი განათლების სისტემისთვის. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში განათლების სისტემას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, ის ცვლილები, რაც ამ სფეროში ხორციელდებოდა, ზედაპირული და ასე ვთქვთ, არავითარი რეალური შედეგის მომტანი არ იყო. ბოლო 18 თვის განმავლობაში, ჩვენ დავადასტურეთ, რომ რეალურად მოწოდებულები ვართ განათლების რეფორმის გასატარებლად მყარი საფუძველი და ფუნდამენტი შევქმნათ. აღვნიშნავ თუნდაც სკოლაში განხორციელებულ ცვლილებებს, იგივე უფასო ავტობუსები, სახელმძღვანელოები, ფაკულტეტები. ეს ყველაფერი მთლიანობაში ემსახურება იმას, რომ მომავალ თაობას ღირსეული განათლების პირობები მივცეთ
ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში განათლების დონე რეალურად ავამაღლოთ, რადგან ამის გარეშე ჩვენ ქვეყანას ვერავითარი წინსვლა ვერ ექნება. ეკონომიკაც ვერ განვითარდება, თუ არ გვეყოლება მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტები სხვადასხვა დარგში. ასე რომ ეს ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






