ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძვნებელი ბადრი ნანეტაშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. მისი თქმით, კიწმარიშვილი მასთან სამომავლო გეგმებზე ხშირად საუბრობდა. როგორც ნანეტაშვილი ამბობს, კიწმარიშვილს საკაბელო ტელევიზიის შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება სურდა.
„არ მჯერა თვითმკვლელობის ვერსიის. ხშირად საუბარობდა იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მომავალში. ამბობდა, რომ საკაბელო ტელევიზიის შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება სურდა. დღეს ველაპარაკე 2 საათზე და ჩვეულებრივი საუბარი გვქონდა“, - განაცხადა ბადრი ნანეტაშვილმა.
კიწმარიშვილი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვეს. ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს. კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც „ნიუპოსტს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






