საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, პირველკლასელთათვის გადასაცემ კომპიუტერებთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კომპანია "იუ ჯი თი"-სთან ხელშეკრულებას სავარაუდოდ დღეს გააფორმებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა:
„მე ვფიქრობ, დღის ბოლომდე ხელშეკრულება გაფორმდება და დავიწყებთ შესყიდვას. ტენდერის პირობებში, როდესაც მიიღო დისკვალიფიკაცია "იუჯითიმ" იმ კონკრეტულ მოდელზე, რომელიც წარმოადგინა იმიტომ, რომ ხარვეზი იყო დოკუმენტაციაში, ამის შემდეგ წარმოადგინეს სხვა მოდელები, როგორც "იუ ჯი თის", ასევე "ალგორითმის" მხრიდან. შეჯერდა ინფორმაცია, შედარდა მოდელი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შედარდა ფასები და ფასის მიხედვით და წარმოდგენილი მოდელის მიხედვით ყველაზე კარგი შემოთავაზება მოგვცა "იუ ჯი თიმ". ასევე ვეტევით მოწოდების ვადებში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ "იუ ჯი თი"- სთან, - განაცხადა სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






