ირინა იმერლიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის წერილი გადასცა
პოლიტიკა - 09:43, 15 Jul, 2014     1575

საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფი უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პარიზში 14 ივლისს ბასტილიის აღების დღეს, პირველი მსოფლიო ომის ხსოვნისადმი მიძღვილ აღლუმსა და ღონისძიებებს დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ფრანსუა ოლანდს გიორგი მარგველაშვილის მისალოცი წერილი გადასცა:

„ბატონო პრეზიდენტო, მაქვს პატივი გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული პირადად თქვენ და ფრანგ ხალხს, მინდა გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა.

ჩვენთვის დიდი პატივია პირველი მსოფლიო ომის ასი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა. თქვენი სურვილი - მაშინდელ მოკავშირებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად მოხდეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კონფლიქტის მიზეზთა და შედეგთა გაანალიზება - უმაღლესი ჰუმანური ფასეულობებით არის განპირობებული და მიმართულია მშვიდობიანი, დიალოგისა და თანამშრომლობის მსოფლიოს შექმნისაკენ.

ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიხდით გულწრფელ მადლობას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ, თქვენი მთავრობა და ფრანგი ხალხი იჩენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

საფრანგეთს ქართველები განსაკუთრებულად აფასებენ. სწორედ თქვენმა ქვეყანამ შეიფარა ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს დევნილი მთავრობა. მათმა დიდმა ნაწილმა თქვენს მიწაზე ჰპოვა განსასვენებელი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საფრანგეთის თანადგომა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და კეთილდღეობის შენების პროცესში საქართველოს მოქალაქეთა დიდ მადლიერებას იმსახურებს. დიდად ვაფასებ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირს და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ უფრო გავაღმავებთ და გავაძლიერებთ მას.

ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე თქვენი თანადგომა ფასდაუდებელია. ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი ისტორიული პერსპექტივა გაიხსნა. პოლიტიკური კავშირის გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაღრმავება ეკონომიკის სფეროში. მოხარული ვარ, რომ სულ ახლახან მქონდა პატივი მემასპინძლა ჩემს ქვეყანაში თქვენთვის და გვესაუბრა ამ შესაძლებლობებზე, პირადად მიმეღო თქვენი თანადგომა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და გთხოვთ მიიღოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა“, - ნათქვამია მისალოც წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42