ჩემო ძვირფასო ბატონო ბიძინა! ეს დახუჭული თვალები იმედგაცრუებას, მაგრამ ყველაზე მეტად ბრაზს მოასწავებს - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 01:21, 15 Jul, 2014     2854
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს და დავით ნარმანას ,,ფეისბუქის“ მეშვეობით მიმართავს:

,,საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა, ხაზს ვუსვამ ერთპიროვნულს და არა ერთპარტიულს, რადგან მრავალი გამოჩნდება ვინც ფორმალურ კამათს დაიწყებს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიათა კოალიციაა.

დიახ საქართველოს მართავს მილიარდერი ოლიქარგი, რომელიც გაექცა ფორმალურ პასუხისმგებლობას და დაამყარა სრული ერთპიროვნული მმართველობა.

რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ეს კარგად ესმის. სწორედ ამით აიხსნება ის კატასტროფულად დაბალი აქტივობა, რომელიც ამ არჩევნებში (ორივე ტურში) დაფიქსირდა. საქართველოს საზოგადოებამ დღეს არჩევანი დახუჭული თვალებით გააკეთა. ქართველმა კაცმა დახუჭა თვალები და თქვა : რაც არის ეგ არის! მერე რა რომ მომატყუეს, არც პენსია გაზარდეს, არც ქარხნები აამუშავეს, არც სამსახური მომცეს, ბიუჯეტიც გაარღვიეს, გრანდიოზული პრემიები დაირიგეს, ხალხის გასაჭირი სულ დაივიწყეს, ეკონომიკა ჩამოშალეს და ქვეყნის იმიჯი შეარყიეს, კანონის უზენაესობა კი სამართლიანობის აღდგენით ჩაანაცვლეს. მიუხედავად ამისა, რადგან აქამდე მივენდეთ, ბარემ ბოლო შანსი მივცეთ...

ბოლო ბოლო აწი ხომ ვერავის გადააბრალებენ თავის უნიათობას. აწი ბურთიც მათია და მოედანიც, მსაჯიც და მაყურებელიც.

ჩემი ძვირფასო ბატონო ბიძინა! ეს დახუჭული თვალები იმედგაცრუებას და მომავლის მიმართ შიშს ნიშნავს, მაგრამ ყველაზე მეტად ბრაზს მოასწავებს.

დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს ზურაბ ჟვანიას ფრაზა ვარდების რევოლუციის წინ წარმოთქმული : „ ხალხი გაბრაზებულია“! თავად ვნახე რას ნიშნავს გაბრაზებული ხალხი 1 ოქტომბერს,როცა ზღვასავით მოედინებოდა საარჩევნო ყუთებთან და სამწუხაროდ, დღესაც ყველაფერი იქით მიგყავთ, რომ „გაბრაზებული და თვალებახელილი ხალხი“ გადაწყვეტს ყველაფერს. მაგრამ რა ამით საქართველოს ?!

P.S. დავით ნარმანიას წარმატებას ვერ ვუსურვებ. უბრალოდ, არ მჯერა მისი წარმატების და სიტყვებს ჰაერზე ვერ გავისვრი. გაძლებას კი ვუსურვებ. იყო თბილისის მერი, ნიშნავს 24 საათი უძლებდე წნეხს ზემოდან და ქვემოდან. ბიძინა და თბილისელები, ისინი მალე ერთმანეთს ვერ აიტანენ. თქვენ კი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გაუფრთხილდით და ნუ გაყრით სახლში იმ ხალხს, ვინც მერიაში დაგხვდებათ. ისინი თბილისელების მსახურები არიან“, - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42