თეა ნადირაძე ელისო ჩაფიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ სწორედ ჩაფიძის დავალებით მივიდა მასთან ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც მას დეპუტატის დანაბარები გადმოსცა. ელისო ჩაფიძემ რუსთავი 2-თან კომენტარში თეა ნადირაძეს დიპლომის წარმოდგენა მოსთხოვა მისი კვალიფიციურობის გადამოწმების მიზნით, რაზეც ექსპერტი აცხადებს:
,,მე მაქვს კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული, მე მაქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია, რომელიც 2010-ში დავამთავრე და ეს ყურადსაღებია, რადგან ბოლონიის პროცესთან შეერთების პერიოდში დავამთავრე. მე ვარ დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სფეროში.
თეა ნადირაძე სხვა დეპუტატების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა დეტალურად ჰყვება თუ როგორ მითითებებს ჰქონდა ადგილი ,,ქართული ოცნების“ მხრიდან: ,,არ დავასახელე რადგან ის ადამიანი, როგორც მე შემდგომ ვიკითხე არის ძალიან პატიოსანი და წესიერი ადამიანი, რასაც ვერ ვიტყვი ელისო ჩაფიძეზე. ,,ქართული ოცნების“ მხირდან მითითებას ადგილი ჰქონდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც, პირდაპირ ამ პარტიის ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ მოსული ვიზიტზე და როდესაც ექსპერტი ხარ უნივერსიტეტში ვიზიტზე სამუშაოდ და იქ შემოვა ოთახში ქართული ოცნების წევრი თავის თანაშემწესთან ერთად და გაგეცნობა, როგორც პარტიული მუშაკი და გეტყვის, რომ აქ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მეტი უფლებამოსილების გადამეტება, რა შეიძლება იყოს... ეს იყო შარშან ზაფხულს“, - აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება ელისო ჩაფიძესა და თეა ნადირაძეს შორის კონტაქტს, ნადირაძე ამბობს, რომ ჩაფიძეს დიდი ხანია იცნობს, თუმცა მასთან წლებია ურთიერთობა არ ჰქონდა. ნადირაძის თქმით, საერთო ნაცნობის მეშვეობით დეპუტატმა მას დანაბარები გადმოსცა, რის მიხედვითაც ვიტა ჯორჯიასთან დაკავშირებით ,,ყველაფერი ისე უნდა გაკეთებულიყო, როგორც საჭირო იყო“.
,,ამ შემთხვევაში მოხდა ასეთი რა, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, ელისო ჩაფიძე მე მიცნობს 1993 წლიდან, უბრალოდ ჩვენ ბოლო წლებია, დაახლოებით 6 წელია ერთმანეთთან შეხება არ გვქონია, მანამდე ჩვენ გვქონდა სამსახურეობრივი შეხება მასმედიის სფეროში. ბოლო პერიოდში ჩვენ ტელეფონის ნომერბიც კი არ ვიცოდით ერთანეთის. მან დაურეკა ჩემს ნათესავს, რომელთანაც მას ჰქონდა მთელი ეს წლები სამსახურეობრივი ურთიერთობა და მას დააბარა ჩაფიძემ, რომ ამ უნივერსიტეტის რექტორი არის ძალიან კარგი ქალბატონი და რომ სასურველია მისთვის ყველაფერი გკეთდეს, როგორც საჭიროა. განათლების სფეროს აქვს მთელი რიგი ნიუანსები. ეს ხდება ისეთ დღეს, როცა მე განათლების ხარისხის ცენტრს დასკვნა უნდა ჩავაბარო, და ეს ნიშნავს იმას, რომ მე დასკვნას როგორსაც ჩავაბარებ საბჭო იმის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, თუ იქნება დასკვნა დადებითი, მაშინ საბჭო ზედმეტ კითხვას ვერ დასვავს და იღებს პირდაპირ გადაწყვეტილებას, ის ეყრდნობა ჩემს დასკვნას, მე თუ ჩავაბარე დასკვნა სადაც აღწერილია პრობლემები, მაშინ საბჭო მსჯელობს ამაზე და თუ ჩათვლის რომ პრობლემებია იღებს უარყოფით გადაწყვეტიელბას. აქ არის ძირითადად უნივერისტეტების მხრიდან სამი სტანდარტი დასაკმაყოფილებელი - პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსი, ერთ სტანდარტსაც რომ არღვევდეს ეს არის ავტორიზაციის უარის თქმის საფუძველი. მე კარგად მახსოსვ ეს რა დღეც იყო, ილიას უნივერსიტეტში ვიყავი და განგაში ატყდა, რომ შენობაში არის ნაღმიო და შენობა დაგვაცლევნეს, ამ დროს დაჟინებით მირეკავდა ქალბატონი, რომ აუცილებლად 5 საათამდე უნდა შევხვედროდი იმ დღეს და დამლაპარაკებოდა ამ საკითხზე ამისა და ამის დავალებით. ანუ 5 საათამდე უნდა მომხდარიყო შესაბამისი დასკვნის დადება. ამის შემდეგ ის პარლამენტარი, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, მოვიდა და მომიბოდიშა. მე საბჭოზე მიწოდეს პროვოკატორი და თქვეს, რომ თითქოს ვცდილობ შეცდომაში შეყვანას, მე რომ არ ვცდილობ არაფერს, ამას ადასტურებს ვიდეო კამერები, რომელიც დამონტაჟებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც მე შევხვიდ ამ პარლამენტის წევრს. ასე, რომ არანაირი ჩემი სიტყვების დადასტურების პრობლემა არ არსებობს, რადგან მე სიმართლეს ვამბობ ისევე როგორც ელის ჩაფიძის ზარის ნაწილში“, - განაცხადა ,,ნიუპოსტთან“ საუბარში თეა ნადირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






