თუმცა მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად შეესაბამება უმაღლესი განათლების ხარისხი იმ ფულს, რომელსაც ხალხი იხდის.
როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროსთან არსებობს სსპ, იურიდიული ერთეული, ,,განათლების ხარისხის მართვის ცენტრი“, რომელიც აკონტროლებს უნივერსიტეტების აკრედიტაცია-ავტორიზაციის საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ,,განათლების ხარისხის მართვის ცენტრი“ ქირაობს დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც გადიან ადგილებზე, აფასებენ უნივერსიტეტებს, რომლებმაც უნდა მიიღონ ავტორიზაცია-აკრედიტაცია, აფასებენ კურიკულუმებს, სილაბუსებს და ამ სილაბუსების საფუძველზე დებენ დასკვნას.
სააკაშვილის მმართველობის პირობებში მუდმივად იყო უმაღლესი სასაწავლებლების შემცირების ტენდენცია და მკაცრი კონტროლი იმ მოთხოვნებზე, რომელიც იდგა უნივერსიტეტების წინაშე. ამ რეფორმამ უნივერსიტეტების მეპატრონეთა შორის თავის დროზე უკმაყოფილებაც კი გამოიწვია. მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო განათლების მაღალი ხარისხის და მისთვის საჭირო შესაბამისი ბაზის არსებობის აუცილებლობით ხსნიდა.
საქართველოში, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 26 ახალი უნივიერსიტეტი შეიქმნა, მაგალითად ისეთი, როგორიც არის ჰეიდარ ალიევის სახელობის უნივერსიტეტი მარნეულში. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დღეს თითქმის არ ხდება უნივერსიტეტების სრულყოფილად შეფასება, აკმაყოფილებს თუ არა ის უნივერსიტეტისთვის საჭირო კრიტერიუმებს.
არსებობს მთავარი - ფინანსური ინტერესები, კერძოდ - 2000-კაციანი უნივერსიტეტი ეს არის 4,5 მილიონის ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ სტუდენტების გადასახადიდან შემოდის. ყველაზე მინიმალური გადასახადი უნივერისტეტში დღეს არის 2250 ათასი ლარი, 2000 სტუდენტის შემთხვევაში ეს იძლევა როგორც ავღნიშნეთ - 4,5 მილიონ ლარს. აქედან ხარჯი არ აღემატება 50%.
რაც შეეხება აბიტურიენტების რაოდენობას და სჭირდება თუ არა ქვეყანას დამატებით 26 აკრედიტირებულ-ლიცენზირებული უნივერსიტეტი? წელს პირველად საქართველოში 10 ათასი პროფიციტი იყო ადგილების, დაახლოებით 35 ათასი აბიტურიენტი აბარებდა, ხოლო სულ იყო 45 ათასი ადგილი. 10 ათასი ცარიელი ადგილი, ნიშნავს იმას, რომ თუკი ის ვერ შეივსება, ბუნებრივია, უნივერსიტეტები განათლების სამინისტროდან ფინანსურ ანაზღაურებას მოითხოვენ. ბუნებრივია, არსებობს კითხვა, რატომ არის ვალდებული სახელმწიფო ასეთ უნივერსიტეტს მისცეს ფული? ახალი ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტში ჩაიდო 24 მილიონი ლარი, აღნიშნული ინიციატივა უმრავლესობის წევრს, პარლამენტარ ივანე კიღურაძეს ეკუთვნის. აღნიშნული თანხა ლამსამებად უნდა გადანაწილედეს უნივერსიტეტებში. ამას ოფიციალურად ჰქვია ,,უმაღლესი სასწავლებლების წახალისების პროგრამა“, თუმცა როგორ მოხდება ამის გადანაწილება - გაურკკვეველია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, არსებული ახალი 26 უნივერსიტეტიდან რიგ მათგანს ,,პროტეჟეც“ გამოუჩნდა. ,,განათლების ხარისხის მართვის ცენტრის“ მიერ არსებობს ღიად გამოქვეყნებული დოკუმენტი, ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი“ #7, რომელიც თარიღდება 2014 წლის 24 ივნისით, სადაც ერთ-ერთი ექსპერტი თეა ნადირაძე პირდაპირ მიუთითებს, რომ მასზე განხორციელდა არაერთი ზეწოლა, ადგილი ჰქონდა პარლამენტარების მხრიდან სატელეფონო ზარებს, სადაც მიუთითებდნენ რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტს ,,კარგად მოქცეოდა“. ექსპერტი უმრავლესობის წევრის, პარლამენტარ ელისო ჩაფიძის მხრიდან განხორციელებულ ჩარევაზეც მიუთითებს.
,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ამონარიდს სხდომის ოქმიდან:
,,თეა ნადირაძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ იგი აპირებდა განცხადების გაკეთებას ა მოითხოვა აღნიშნული განცხადების დაფიქსირება საბჭოს სხდომის ოქმში. თეა ნადირაძემ განაცხადა, რომ დაწესებულების მხრიდან მისთვის მიუღებელი იყო ობიექტურობაზე საუბარი, როდესაც მას მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ საქართველოს პარლამნტის წევრები და პირდაპირ უთითებდნენ ავტორიზაციის ექსპერტს, რომ შპს სასწავლო უნივერსიტეტ ვიტა ჯორჯიას მოქცეოდა კარგად. თეა ნადირაძემ აღნიშნა, რომ იგი მიმართავდა ცენტრს, საბჭოს წევრებს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში უკვე მესამედ მოხდა მსგავსი შემთხვევა. დაწესებულების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ექსპერტის მხრიდან ეს იყო პროვოკაცია. თეა ნადირაძემ აღნიშნა, რომ მისი მხრიდან არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდა ადგილი. თეა ნადირაძემ მაგალითისთვის დაასახელა საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, რომელმაც ექსპერტთან განხორციელა სატელეფონი საუბარი, ასევე იყო სხვა შემთხვევაც, როდესაც საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი ცენტრში ექსპერტთან შესახვედრად იყო მოსული. თეა ნადირაძემ განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა არსებულიყო შესაბამისი ვიდეოჩანაწერი. თეა ნადირაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის მანდატი არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ ისარგებლოს განუსაზღვრელი უფლებამოსილებით, კერძოდ, დასკვნის ცენტრში ჩაბარებამდე ავტორიზაციის ექსპერტზე განახორციელოს ზეწოლა. თეა ნადირაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს, მსგავს ერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, მაშინ როდესაც, მოქმედი ხელისუფლების დროს სახეზე იყო უკვე მესამე შემთხვევა. თეა ნადირაძემ პროტეტის ნიშნად დატოვა სხდომის დარბაზი. დაწესებულების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოხდა საკითხის პოლიტიზირება და ექსპერტის აღნიშნული განცხადება არანაირ კავშირში არ იყო შპს სასწავლო უნივერსიტეტ ვიტა ჯორჯიის ავტორიზაციის საკითხის განხილვასთან. საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო საკითხის პოლიტიზირება“.


,,ნიუპოსტი“ დეტალების გასარკვევად ელისო ჩაფიძეს დაკავშირდა, რომელიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. თუმცა მოგვიანებით, რუსთავი-2-თან სატელეფონო საუბარში ჩაფიძემ განაცხადა, რომ ექსპრტთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია, ,,ეს არის მტკნარი სიცრუე. ძალიან მინდა, რომ ქალბატონმა თეამ თავის დიპლომი წარმოადგინოს, რა განათლება აქვს მიღებული“, - აცხადებს ჩაფიძე.
,,ნიუიპოსტი“ ამის შემდეგ ავტორიზაციის ექსპერტს თეა ნადრიაძეს დაუკავშირდა, რომელიც ადასუტებს, რომ ელისო ჩაფიძის მხირდან ადგილი ჰქონდა მითითებებს. თუმცა დემეტრაშვილი სხვა დეპუტატის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობობს, რომ ,,ის არის პატიოსანი ადამიანი, რასაც ვერ ვიყვი ელისო ჩაფიძეზე“.
კომენტარის გაკეთება არ ისურვა ვიტა ჯორჯიას რექტორმა. თამარ გელიაშვილი საერთო უარყოფს რაიმე სახის კავშირს ელისო ჩაფიძესთან.
ოქმის მიხედვით თეა ნადირაძემ სხდომა პროტესტის ნიშნაად დატოვა, 9 წევრისგან შემდგარმა საბჭომ კი მისი ანგარიში გაითვალისწინა და შპს სასაწავლო ცენტრს ვიტა ჯორჯიას ავტორიზაციაზე უკვე მეორედ უთხრა უარი.
მასალის გამოყენების პირობები






