ღარიბაშვილი: საფრანგეთის რევოლუცია ევროპული ცივილიზაციისთვის გარდამტეხი ეტაპი გახდა
პოლიტიკა - 19:50, 14 Jul, 2014     1707

ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთის რევოლუცია ევროპული ცივილიზაციისთვის გარდამტეხი ეტაპი გახდა.

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ქალბატონებო, ბატონებო! ძვირფასო ფრანგო მეგობრებო, ნება მომეცით, პირველ რიგში, გამოვხატო ჩემი გულწრფელი სიხარული, რომ პატივი მაქვს თქვენთან ერთად აღვნიშნო ეს დღე. მე მსურს, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო.

საფრანგეთი ორ საუკენეზე მეტია, აღნიშნავს 14 ივლისს - ბასტილიის აღების დღეს. საფრანგეთის რევოლუცია ევროპული ცივილიზაციისთვის გარდამტეხი ეტაპი გახდა. ამ დღემ განსაზღვრა საფრანგეთის და შემდეგ უკვე მთელი ევროპის მომავალი. სწორედ ამიტომ ამ დღეს საფრანგეთთან ერთად აღნიშნავს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები, ვინც ამ ღირებულებებით აშენებს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს. დღეს მე კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს ბატონ ფრანსუა ორლანდს და ფრანგ ხალხს იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ ჩემი ქვეყნის - საქართველოს მიმართ ამ რთულ პერიოდში.

მე განსაკუთრებული დამოკიდებულება და სითბო მაკავშირებს საფრანგეთთან და ფრანგ ხალხთან. არ შემიძლია განსაკუთრებული ნოსტალგიით არ გავიხსენო ის ორი წელი, რომელიც მე გავატარე პარიზში. მე ვიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს დრო ძვირფასი და სრულიად დაუვიწყარია ჩემთვის.

მინდა, გითხრათ, ჩვენთვის დიდი პატივია იმის ხილვა, რომ ჩვენმა სამხედროებმა ამ დილით პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული დროშით ჩაიარეს პარიზში, ელისეს მინდვრებზე. ბატონო ელჩო, მე ასევე მინდა ვუსურვო წარმატებები და კეთილდღეობა თქვენს ქვეყანას და ფრანგ ხალხს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42