ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი ვახტანგ დარცმელიძე „ნიუპოსტთან“ ფოთის საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
როგორც დარცმელიძე აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს და ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ეკა ბესელიას სურდა ფოთში საკრებულოს თავმჯომარე ლევან ჩოჩია გამხდარიყო, თუმცა დარცმელიძის თქმით, საკრებულოში ბევრი ნორმალური ადამიანია და ეკა ბესელიამ მიზანს ვერ მიაღწია.
„დღეს ფოთში, ახალი საკრებულოს სხდომა გაიმართა, ქალბატონ ეკა ბესელიას სურდა საკრებულოს თავმჯდომარე მისი რჩეული გამხდარიყო. თავისი ჭკუით, დალაგებული ჰქონდა მოადგილეები, კომისიები, მაგრამ საკრებულოს უმრავლესობაში ბევრი ნორმალური ადამიანია და ფოთელებმა 8 ხმით 7-ზე ოთარ ხარჩილავა აირჩიეს, მათ ლევან ჩოჩიას კანიდატურს მხარი არ დაუჭირეს“,- განაცხადა დარცმელიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში და დასძინა, რომ ამის შემდეგ საკრებულოს წევრების მისამართით განხორციელდა ზარები და დაიწყეს მესიჯების გაგზავნა.
დარცმელიძის ინფორმაციით, ფოთის საკრებულოს“ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი დუნდუას მიმართ სისხლის სამართლის "შეკერილი" საქმეა აღძრული, რომლითაც მისივე თქმით, -" ხშირად მანიპულირებს ზურა ჩაჩუა და მისი "საძმო", ეკა ბესელიას თამადობით".
დარცმელიძის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე დაურეკეს ირაკლი დუნდუას და დაემუქრნენ, სხდომათა დარბზს თუ არ დატოვებდა მის მიმართ აღძრული საქმე უფრო დამძიმდებოდა.
„როდესაც მოადგილეებს ირჩევდნენ ირაკლი დონდუას ზურა ჩაჩუას მიერ ზარი განხორციელდა, დაურეკა ირაკლი დონდუას (მას „შეკერილი“ საქმე აქვს ბარლდებად, უკვე 2 წელია ეს საქმე მიმდინარეობს) და უთხრა ხომ არ გინდა, რომ საკრებულოს სხდომა დატოვოო, დატოვე რომ ჩაიშალოსო, თუ არა მაშინ შენი საქმე დამძიმდებაო, ირაკლიმ კი უთხრა რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდოდა და საკრებულოს სხდომას არ დატოვებდა. 7 კაცს ვერ დავტოვებ და სხდომას ვერ ჩავშლიო“,- განაცხადა დარცმელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ოთარ ხარჩილავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი, თუმცა უმრავლესობის მხარდაჭერა ხარჩილავამ მოიპოვა. ხარჩილავას მომხრე 8 დეპუტატი, ლევან ჩოჩიას კი 7 დეპუტატი გახლდათ.
მასალის გამოყენების პირობები






