ნარმანიას გამარჯვება მიხარია - სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ულოცავს
პოლიტიკა - 16:52, 14 Jul, 2014     2041

პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავჯდომარე კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ, ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მისალოც განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ზურაბიშვილი წერს, დავით ნარმანიას გამარჯვება უხარია, თუმცა მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთის“ მეორე ადგილის „დათმობა“ ქვეყნისთვის დიდი შეცდომაა.

„ვულოცავ ოცნებას გამარჯვებას! მეორე ტურის ჩატარება მიხარია: ეს საქართველოს ისტორიის აუცილებელი ნაბიჯი იყო და როგორც იქნა - თუმცა დაგვიანებით- გადავდგით და ეს ნიშნავს, რომ ვერავინ ვეღარ იტყვის მომავალში მეორე ტური არ იქნებაო ან არ დავუშვებთო! ნარმანიას გამარჯვება მიხარია იმდენად, რამდენადაც ეს ნიშნავს "ნაციონალურ მოძრაობის" ფუჭი იმედების გაცრუებას და მათი ასევე ფუჭ დაბრუნების მუქარის გაქარწყლებას. ეს იმასაც უნდა ნიშნავდეს - და ამას ველოდები არჩევნების ეფორიის შემდეგ- რომ უკვე აღარ დაგვიანდება გასამართლებაც და დამნაშავეებისთვის განაჩენის გამოტანაც და ბიუჯეტში დიდი ფულის დაბრუნებაც , რაც ბოლო წერტილს დაუსვამს ამ მოძრაობის პოლიტიკურ მომავალს .... თუმცა მაინც ვფიქრობ რომ "ნაციონალებისთვის" მეორე ადგილის საპარლემენტოდან და საპრეზიდენტოდან, “დათმობა” დიდი შეცდომაა ქვეყნისთვის, რამეთუ ამითი გაიყინა და ცარიელი რჩება პროდასავლური ღირებულებეის (ოღონდ ნამდვილად და არა გამოცხადებულად და ტან ეროვნული ნიშნით) “ადგილი” ქართულ პოლიტიკაში.... ანუ დღეს, თუ არა არსებული და სრული უმრავლესობით მოსული ერთი პარტიისა, რომელსაც უჭირავს ყველა სადავეები სხვა არჩევნანი და სხვა ალეტრნატივა ან სხვა მაკონროლებელი ძალა არ არსებობს... თუ არა პრო რუსული პარტიებისა ან დისკრედიტირებული ნაცების ნარჩენებისა.... ეს მდგომარეობა უთუოდ გამოსასწორებელია და ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ ავყვეთ “ნაცების დამარცხების” ეფორიას.... დამთავრდეს დროულად სასამართლოები, განაჩენი გამოტანილ იქნას და შევუდგეთ საქმეს.... ამ საქმეს უთუოდ დასჭირდება სერიოზული კონტროლი, რამე თუ ერთ ხელში როცა თავმოყრილია ძალაუფლება უკვე კარგად ვიცით რა საფრთხეები მოყვება იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი და ყოველდღიური მონიტორინგის ძალა არ შეიქმნა“, - წერს ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42