შინაგან საქმეთა მინისტრი რამდნეიმე დღი სწინ სამ ტონამდე თხევადი ნარკოტიკის ამოღების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამოღებული ნარკოტიკი ავღანურია და სავარაუდოდ ევროპაში უნდა გასულიყო სარეალიზაციოდ.
"მე მგონია, რომ ბვრი შს მინისტრი და ბევრი სამინისტრო ვერ დაიკვეხნის ასეთი ოდენობით ნარკოტიკების ამოღებას. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნარკოტიკები ავღანეთიდანაა, აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საქართველოში და სავარაუდოდ ევროპაში უნდა მოხვედრილიყო. ჩემი თანამშრომლების დამსახურებით ეს ფაქტი აღიკვეთა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს ჩვენი პრიორიტეტია და ფაქტი სახეზეა", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძებო ღონისძიების შედეგად საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.
სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღამოაჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები






